ყველაზე ხშირად დასმული კითხვა -
რა ღირს მზის პანელები ?
მზის სისტემის საერთო ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე
მზის სისტემის საერთო ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე
არჩევა ხდება თქვენი საშუალო ყოველდღიური ან თვიური კილოვატის მოხმარების საფუძველზე
საშუალო ზომის კერძო სახლი 3-10 კვტ
მცირე კომერცია/ოფისი - 10-50 კვტ
კომბინირებული/ინდუსტრიული ობიექტი - 100 კვტ-დან
მონოკრისტალური პანელი - მისი ეფექტიანობა დღესდღეობით უკვე 17-23 %-მდე მერყეობს და შეიძლება ითქვას, რომ არის ყველაზე ეფექტური მზის პანელი კომერციული გამოყენებისთვის. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 25-30 წელს შეადგენს.
პოლიკრისტალური პანელი - პანელის ეფექტურობა 14-17%-მდე მერყეობს ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-25 წლამდეა.
მზის ინვერტორი არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც გარდაქმნის მზის პანელის მიერ გამოსხივებულ პირდაპირ დენს (DC) ალტერნატიულ დენად (AC). On grid (ქსელთან მიერთებული) off grid (ქსელიდან გამოსული ინვერტორი) hybrid (ჰიბრიდული ინვერტორი)
მაღალი ხარისხის საერთაშორისო წამყვანი მწარმოებლების პროდუქცია შედარებით ძვირია, მაგრამ უფრო საიმედოაSuncore Energy იყენებს მზის პანელებს რომელიც მსოფლიოს ტოპ 10 საუკეთესო მწარმოებელში შედის.
მონტაჟის ღირებულება დამოკიდებულია რამოდენიმე კომპონენტზე ობიექტის სახურავის ტიპზე, სიმაღლეზე და ხელმისაწვდომობაზე და ობიექტის მდებარებაზე. საშუალოდ მონტაჟის ღირებულება შეადგენს პროექტის მთლიანი ღირებულების 15-20%, თუმცა ინდისტრიულ ან მაშტაბით დიდ ობიექტებზე ეს მაჩვენებელი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. პროფესიონალური მონტაჟი უზრუნველყოფს სისტემის ხანგრძლივ და უსაფრთხო მუშაოებას, ასევე ელექტროუსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობას.
ენერგიის შესანახი ბატარეის სიმძლავრე და ძაბვის მოთხოვნები არის გადამწყვეტი ასპექტები, რომლებიც ყურადღებით უნდა იქნას გათვლილი დიზაინის ფაზაში. ბატარეის სიმძლავრე განსაზღვრავს ენერგიის რაოდენობას, რომელიც მას შეუძლია შეინახოს, ხოლო ძაბვის მოთხოვნები კარნახობს ელექტრო თავსებადობას დანარჩენ სისტემასთან.