ცოდნაზე, ხარისხზე და გრძელვადიან პარტნიორობაზე აგებული მწვანე ენერგიის გადაწყვეტილებები.
გამოთვალეთ თქვენთვის საჭირო მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე ელექტროენერგიის მოხმარების მიხედვით.
დაამატეთ მოწყობილობები, რათა მოხმარება უფრო ზუსტად გამოთვალოთ.
მზის ელექტროსადგურის მშენებლობამდე, ჩვენი ინჟინრები დეტალურად შეისწავლიან თქვენს სივრცეს. შეირჩევა სისტემის ტიპი: ქსელური (ნეტო აღრიცხვა), ავტონომიური (აკუმულაციით), ან ჰიბრიდული. ვაფასებთ მოსალოდნელ გამომუშავებას და ვარჩევთ ოპტიმალურ განლაგებას/დახრის კუთხეს, რათა მიიღოთ წლიურად მაქსიმუმი მწვანე ენერგია.
ვსწავლობთ მიწის ნაკვეთს ან სახურავს, ვქმნით სრულ 3D მოდელს და საპროექტო დოკუმენტაციას, სამშენებლო ნახაზებით. ვადგენთ წარმოების, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების გრაფიკს; დასრულებულ პროექტს ვაბარებთ დამკვეთს.
დადასტურებული პროექტის მიხედვით ვამონტაჟებთ კარკასს, სამაგრ სისტემებს და პანელებს; ვახორციელებთ ინვერტორებისა და დაცვითი ელემენტების დაერთებას ქსელზე/აკუმულაციაზე.
გაშვების შემდეგ ვაწარმოებთ მონიტორინგს და საჭიროებისამებრ აღმოვაფხვრათ ხარვეზები, რათა თქვენი სადგური მთელი წლის განმავლობაში მუშაობდეს სტაბილურად.