ჩვენს შესახებ

ცოდნაზე, ხარისხზე და გრძელვადიან პარტნიორობაზე აგებული მწვანე ენერგიის გადაწყვეტილებები.

2025 წლიდან, Suncore Energy ქართულ ბაზარს შემოუერთდა და მომხმარებლებს სთავაზობს მწვანე ენერგიის ელექტროსადგურების განვითარებას საქართველოს მაშტაბით. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისგან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები პროექტის განვითარების მთელ გზაზე — დაპროექტებიდან შესრულებამდე. Suncore Energy მჭიდროდ თანამშრომლობს ინვესტორებთან და პარტნიორებთან მაღალპროდუქტიული მზის თუ ქარის ელექტროსადგურების პროექტირების და მშენებლობის ეტაპებზე.

ხედვა

ვიყოთ მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების მიმწოდებელი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცდილობენ შეამცირონ გარემოზე ზემოქმედება და გაზარდონ ენერგოეფექტურობა.

მისია

დავაჩქაროთ სუფთა ენერგიაზე გადასვლა მაღალი ხარისხის ფოტოელექტრული სისტემებით, მორგებული თითოეული მომხმარებლის საჭიროებებზე. ჩვენ ვქმნით ენერგოდამოუკიდებელ და ენერგოეფექტურ მომავალს.